მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს-მა ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები დააჯარიმა

5c49c59dc9695
ელენე გოგბერაშვილი
24.01.19 17:59
654
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ზამთრის კურორტებზე - დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.

სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 57 ობიექტში, აქედან - 33 დაჯარიმდა სხვადასხვა დარღვევისათვის (ეტიკეტირება, მიკვლევადობა, ვარგისიანობის ვადა), ხოლო 7 შემთხვევაში, გამოვლინდა შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, თუმცა სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას.

საზოგადოებრივი კვების ობიექტის სახელმწიფო კონტროლის დროს მოწმდება სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა, ეტიკეტირება და სხვ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები