მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს: სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება

58dd02a00ff94
ელენე გოგბერაშვილი
30.03.17 17:04
1341
"სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება",-ამის შესხებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების კონტროლს, თუმცა, სურსათით მომარაგებისას კვლავ აღინიშნება საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში.

"ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წერილით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს. სააგენტოს რეკომენდაციით, საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების სურსათით უზრუნველყოფისათვის ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე სასურველია, ბიზნესოპერატორმა გაიაროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი. შედეგად, ბაღებსა და სკოლებში შემცირდება საეჭვო წარმომავლობის სურსათის მოხვედრის რისკი და უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების უვნებელი სურსათით მომარაგება",-ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები