სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვერტმფრენების მომსახურების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. დაქირავებულ ვერტმფრენებს ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში საჰაერო შეწამვლებისთვის გამოიყენებენ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 350 ათასი ლარია. ვერტმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს მცირე მოცულობიანი შემასხურებელი აგრეგატით, რომლითაც ფაროსანას გავრცელების კერები დამუშავდება. მთლიანობაში შეწამვლის სამუშაოები დასავლეთ საქართველოში 10 ათას ჰექტარზეა დაგეგმილი, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში.