მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს–ი: საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შარშანდელთან შედარებით დარღვევები შემცირდა

5ca3144395bc3
BM.GE
02.04.19 11:55
681
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისისა და რეგიონული სამსახურების ინსპექტირების ჯგუფებმა გასულ კვირას, თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში განთავსებული კვების ობიექტები შეამოწმა.

"სახელმწიფო კონტროლი 51 ობიექტში განხორციელდა, მათგან კრიტიკული შეუსაბამობა 12 ობიექტში დაფიქსირდა. სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტიური შემოწმებების და ბიზნესოპერატორებთან ჩატარებული აქტიური სარეკომენდაციო სამუშაოების შედეგად, ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.

აღსანიშნავია, რომ უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. დღეისათვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში უამრავი ობიექტია, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები