სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ახლადშემოსულ ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებენ.
პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიზნით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი და იმპორტირებული სურსათის ნიმუშებია აღებული, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა.
სეს–ის ინფორმაციით, შემოწმდა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, ახალი კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო და მარწყვი.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოკვლეული ხილ-ბოსტნეულიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების ნარჩენების კვლევას ხილსა და ბოსტნეულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ატარებს.

























