მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების მდგომარეობა საქართველოში - “კრედიტინფოს” სექტემბრის სტატისტიკა

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს მათი უახლესი ფინანსური მაჩვენებლები წარუდგინეს, საიდანაც ირკვევა, რომ სექტემბერში ქვეყანაში კრედიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1.69 მილიარდი ლარით, ანუ 2.93%-ით გაიზარდა და მან სექტემბრის ბოლოს 59.37 მილიარდი ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში დაკრედიტების მატება ძირითადად ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებით იყო განპირობებული, რამაც 950 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სავალუტო კრედიტების ზრდა 742 მილიონი ლარი იყო.

ჯამში, ქართულ ბანკებს ₾59 მილიარდის სესხი აქვთ გაცემული, მსესხებლების 9,6%-ს კი ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

სტუმარი: ლაშა ბაღათურია - "კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები