მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა - რა შეიცვალა?

საბაჟო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით მიიღო „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონში ცვლილება.

კანონპროექტი ითვალისწინებს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაურის ცვლილებას.

კერძოდ, კანონის სათაური განისაზღვრება შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

კანონიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ეხება საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესს და აღნიშნული კანონით დარეგულირდა მხოლოდ საწარმოების სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის, აგრეთვე სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობის წესი.

კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად:

"კანონპროექტი მიზნად ისახავს, საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხები სრულად რეგულირდებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია საკმარისი ინსტრუმენტები საჭიროების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ტვირთის შესამსუბუქებლად, როგორიცაა მაგალითად: საგადასახადო შეთანხმება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება. შესაბამისად,
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებული უნდა იქნას ჩანაწერები, რომლებიც ეხება საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციას", - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები