სესხის გამცემ სუბიექტებს (სგს) წმინდა მოგება შეუმცირდათ. მცირე კრედიტორებმა, რომლებიც ეროვნულ ბანკში ანგარიშგებას წარადგენენ, 2024 წლის პირველ კვარტალში 13.2 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. შარშან ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი ₾15 მილიონს აღემატებოდა.
2024 წელს 1 აპრილისთვის სესხის გამცემებს 1.62 მლრდ ლარის სესხები აქვთ გაცემული, მათ შორის, ₾1.55 მლრდ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებია. ₾768 მლნ-მდეა შემცირებული კომპანიების მიერ აღებული სესხებია.
ფიზიკური პირისთვის გაცემული სესხები სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება:
- სამომხმარებლო სესხები - 894 მლნ ლარი;
- სალომბარდე სესხი - 29 მლნ ლარი;
- ონლაინ სესხები - 8 მლნ ლარი;
- ვაჭრობა/ მომსახურება - 1 მლნ ლარი;
- სოფლის მეურნეობა - 8 მლნ ლარი;
- იპოთეკური სესხები - 4.98 მლნ ლარი
იურიდიულ პირებს მცირე ზომის კრედიტორებისგან 68 მლნ ლარის სესხები აქვთ აღებული. სულ ასეთ სესხს 627 კომპანია ფლობს. მათგან ყველაზე მეტი ბიზნეს-სესხებია.
შეგახსენებთ, სესხის გამცემი სუბიექტების (სგს) სტატუსი აქვთ პირებს, რომელთა მიმართაც სასესხო დავალიანება 20-ზე მეტი ფიზიკურ პირს აქვს და იმავდროულად, არ გააჩნია ამ რომელიმე ფინანსური ორგანიზაციის სტატუსი. ეს პირები ვალდებული არიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ და ანგარიშგებები წარადგინონ. მოთხოვნა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.