მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხის ხელმისაწვდომობა მცირდება - რა გავლენა ექნება სებ-ის რეგულაციას ბაზარზე?

ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობები მკაცრდება. ცვლილება იმ კოეფიციენტს, ანუ PTI-ს ეხება, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიღებული ცვლილება განსაკუთრებით იმ მსესხებლებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. მათთვის დასაშვები სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა ეტაპობრივად, 50%-დან 25%-მდე შემცირდება.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ. თუ ადამიანს თვეში 1500 ლარის წმინდა შემოსავალი აქვს, მოქმედი წესებით, მას სესხის მომსახურებისთვის შემოსავლის 50%-ის ანუ მაქსიმუმ 750 ლარის გამოყენება შეუძლია. 2027 წლის 1 სექტემბრიდან ეს ზღვარი 25% გახდება ანუ იგივე შემოსავლის მქონე მსესხებლისთვის სესხის მაქსიმალური ყოველთვიური მომსახურება 375 ლარამდე შემცირდება. შესაბამისად მცირდება იმ მაქსიმალური სესხის მოცულობაც, რომელიც ამ პირს შეუძლია აიღოს.

დღეს სებ-მა იმაზეც მიუთითა, რომ ბოლო წლებში შესაძლოა მოქალაქეების ნომინალური შემოსავალი გაიზარდა, თუმცა რეალური გადახდისუნარიანობა არ შეცვლილა...

სტუმრები: ნიკა ალავიძე - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე

ნიკა შურღაია - ფინანსისტი და მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები