მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეს–მა ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა

5c680ea5b6516
BM.GE
16.02.19 17:21
3831

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზრებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ხორცის ნიმუშებს იკვლევს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა.

"სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები. უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია. დამატებითი მოკვლევის მიზნით საქმეები გადაეცა შესაბამის უწყებებს", – ნათქვამია სეს–ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები