სესხების გალარების პროგრამის მიხედვით, მსესხებელს საშუალება ექნება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის შესაცებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სესხების გალარების პროგრამას ეხება.
სებ-ის ინფორმაციით, ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.
სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არა უმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.
1. თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 150 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 120 ათას ლარს და სრულად არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის სესხზე.
2. თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 80 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 70 ათას ლარს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია მხოლოდ 60 ათასი ლარი, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 60 ათას ლარზე.

























