მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სესხების განულების" პროგრამაში, შესაძლოა, Vivus-იც ჩაერთოს

5bf65a99c534e
თელარა გელანტია
22.11.18 11:27
999
"სესხების განულების“ პროგრამაში, შესაძლოა, Vivus-იც ჩაერთოს, - ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, Vivus ერთ-ერთი დიდი კომპანიაა, მაგრამ მას პრობლემური სესხები ძირითადად უკვე გაყიდული ჰქონდა ე.წ. ამომღებ კომპანიებზე.

რაც შეეხება იმას, რატომ არ ჩაერთო კომპანია სამთავრობო პროგრამაში, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავდაპირველად, შეთანხმება ვერ შედგა იმის გამო, რომ Vivus სხვებისგან განსხვავებულ პირობებს ითხოვდა, რაც არასამართლიანი იყო.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, “Vivus” აპირებს, დაზუსტებული წინადადების წარმოდგენას და პრინციპში, „ქართუ ფონდი“ მზად არის, იმ პირობებით იყიდოს პრობლემური პორტფელი, რა პირობებითაც მოხდა დანარჩენ საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმება და ეს პაკეტი მთლიანად შეიკვრას. იმ განცხადების შემდეგ, რაც კომპანიამ გაავრცელა, მათი მხრიდან იყო კომუნიკაცია და რამდენადაც ვიცი, “Vivus” აპირებს, განახლებული წინადადება წარმოადგინოს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ კომპანია „Vivus”-მა განცხადება გაავრცელა და სამთავრობო პროგრამაში არჩართვის მიზეზები განმარტა.

"დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.

ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები