მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სესხების განულების" ვებ-გვერდი დღეს ამოქმედდება

5c0e3c87f28f0
სალომე მეცხვარიშვილი
10.12.18 14:13
4815
საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, სესხების განულებასთან დაკავშირებული ვებგვერდი დღეს 18:00 საათზე ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დღეს აიტვირთება თიბისის, საქართველოსა და ლიბერთი ბანკის ბაზები და მოქალაქეებს შეეძლებათ შეამოწმონ, არიან თუ არა სიაში, რომელში შესულ პირებსაც წლის ბლომდე სესხები ჩამოეწერებათ და ე.წ. შავი სიიდან ამოიღებენ.

„ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთოერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ გვაქვსგადასადგმელი ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ერთ-ერთი ასეთ ნაბიჯი გაცხადებული იყო რამდენიმე კვირის უკან, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, საუბარია 600 ათას მოქალაქეზე, ისინი შეძლებენ 2019 წელს შეხვდნენ ვალების გარეშე და არ იყვნენ დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში.

მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს საღამოს 6 საათზე გაეშვება ვებ სატი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვლ ორგანიზაციაზე. დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათის რეჟიმში. ალბათ წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. შესაბამისად ყოველდღე ჩვენ დავამატებთ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტურებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება“,- აცხადებს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები