მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სესხების განულების ვებგვერდს www.vali.ge ერქმევა

5c0e42e68eb51
თელარა გელანტია
10.12.18 14:36
55792
სესხების განულების ვებგვერდი დღეს ამოქმედდება, ახალ პორტალს, სადაც მოქალაქეებს ჩამოწერილი ვალების ნახვა შეეძლებათ  www.vali.ge ერქმევა. ვებგვერდი დღეს 18:00 საათზე ამოქმედდება. პრემიერის თქმით, დღეს აიტვირთება თიბისის, საქართველოსა და ლიბერთი ბანკის ბაზები და მოქალაქეებს შეეძლებათ შეამოწმონ, არიან თუ არა სიაში, რომელში შესულ პირებსაც წლის ბლომდე სესხები ჩამოეწერებათ და ე.წ. შავი სიიდან ამოიღებენ. 

www.vali.ge ოფიციალურად 19 ნოემბერს დარეგისტრირდა. ვებგვერდის რეგსიტრატორი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართუ" იყო. 

"მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს საღამოს 6 საათზე გაეშვება ვებ სატი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვლ ორგანიზაციაზე. დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი. 

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24 საათის რეჟიმში. ალბათ წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. შესაბამისად ყოველდღე ჩვენ დავამატებთ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტურებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება“,- აცხადებს ბახტაძე.

მთავრობის დაპირების მიხედვით, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს ეხება, მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებათ. ვალებს მათ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდი" ჩამოაწერს, რომლის ინფორმაციითაც, პროგრამის საფასური დაახლოებით 100 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები