საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის თქმით, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემის აკრძალვის დაწესების შემდეგ, სესხების ზრდის დინამიკა შემცირებულია.
,,სესხების ზრდის დინამიკა ანუ ზრდის ტემპი ზოგადად შემცირებულია’’ - განაცხადა BM.GE-სთან საუბრისას კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ სებ–ის გადაწყვეტილებით კომერციულ ბანკებს მათი საზედამხედველო კაპიტალის 25%–ს ზემოთ, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა აეკრძალათ. გარდა ამისა, გარკვეული პროფესიების წარმომადგენელთათვის სესხების გაცემაზე ლიმიტები დაწესდა.

























