მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სესხებზე საპროცენტო განაკვეთები თებერვალში 2%-ით გაიზარდა

58de41457ad52
BM.GE
31.03.17 16:00
1303
საბანკო სისტემაში საშუალო საპროცენტო განაკვეთები სესხებზე თებერვალში 2%-ით გაიზარდა და 15.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ „ეროვნული ბანკის“ ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.3 %-ით და 8.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე გაიზარდა 2.8 პროცენტული პუნქტით და 20.9 პროცენტის დონეზეა.

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 1.5 პროცენტული პუნქტით და 24.9 პროცენტს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელია და 11.6 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 8.6 პროცენტის დონეზეა, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2 პროცენტი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის თებერვალთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.5 პროცენტი შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.9 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები