ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით ე.წ გაფუჭებული სესხების ამომღები კომპანიების ქცევას ახალი კოდექსი დაარეგულირებს.
ქვეყნის მთავარი ბანკირის შეფასებით, ამ კომპანიების საქმიანობა არ არის ეთიკური, შესაბამისად იქნება წესები, რომელიც მსესხებლებზე ამ კომპანიების წნეხს შეამცირებს.
„კოლექტორების, ე.წ გაფუჭებული სესხების ამომღები კომპანიების საქმიანობა არ არის მაინცდამაინც ეთიკური, როგორც საჭიროა და დიდ წნეხს განიცდის ხალხი. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით შევისწავლეთ ეს, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამასთან დაკავშირებით. დაახლოებით 2 კვირის წინ დავდეთ წესები, კოდექსი - თუ რა პრინციპები შეიძლება იქნას გამოყენებული. ჯერ ეს არის სამუშაო მექანიზმი. ვიღებთ შენიშვნებს ამასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, ეს არის მიმართულება, რომელიც არის მოსაწესრიგებელი. იმ შემთხვევაშიც კი თუ სესხი არის ვადაგადაცილებული და დადეფოლტებული უნდა არსებობდეს ეთიკური პრონციპები, რომლითაც უნდა ხდებოდეს სესხის ამოღება. ეს აუცილებლად შეამცირებს იმ წნეხს, რაც ამ მიმართულებით არსებობს“-განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.

























