მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სესხის ამომღები ორგანიზაციები მსესხებლების პირად Facebook-ს უთვალთვალებენ"

5a98fe08310c5
მეგი კავთუაშვილი
02.03.18 11:31
2650
"სესხის ამომღები კომპანიები აკრძალულ მეთოდებს მიმართავენ და ხშირად დავალიანების შესახებ ინფორმაციას მსესხებლის ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, სოციალურ ქსელში დაკავშირებულ პირებთანაც კი ამჟღავნებენ, რისი უფლებაც არ აქვთ“, - ამის შესახებ საუბარია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტრის აპარატის წლიურ ანგარიშში.

აპარატის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ინსპექტორმა დაადგინა, რომ მსესხებელსა და საკრედიტო ორგანიზაციას შორის დადებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა კომუნიკაციის მხოლოდ კონკრეტულ საშუალებებს, როგორიცაა, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, ელ. ფოსტით კომუნიკაცია და სხვა. თუმცა კომპანიამ მიმართა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ გზას.

„მსესხებლის მოძიების მიზნით დაუკავშირდა მის თანამშრომელს, ასევე ოჯახის წევრს და გაუმჟღავნა განმცხადებლის დავალიანების შესახებ ინფორმაცია. ამავე სესხის მართვისას კომპანიამ შეისწავლა განმცხადებლის სოციალური ქსელის პირადი გვერდი, დაადგინა მისი მეგობრების ვინაობა და რამდენიმე მათგანს განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი სტანდარტული შეტყობინება გაუგზავნა. ამ საკითხის შესწავლისას მონაცემთა დამმუშავებელმა ვერ დაასაბუთა მესამე პირებთან კომუნიკაციის კონკრეტული საჭიროება და მიზანი, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მას სრულად არ ამოუწურავს უშუალოდ მსესხებელთან კომუნიკაციის ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებები.“ - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გავრცელებულ 2017 წლის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები