მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სესხის გამცემმა ყველა ორგანიზაციამ რეგისტრაცია სებ-ში უნდა გაიაროს"

5aec3fd300f67
BM.GE
04.05.18 15:37
1625
„ყველა ორგანიზაცია, რომელიც კრედიტს გასცემს, ვალდებული იქნება სებ-ში რეგისტრაცია გაიაროს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ვალდებულბა კომპანიებს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ექნებათ.

„ორგანიზაცია, რომელიც სისტემურად დიდი მოცულობით ახდენს სესხების გაცემას და რომელიც 20-ზე მეტ ადამიანს ფულს ასესხებს ყველა მოექცევა სებ-ის ზედამხედველობის ქვეშ და მათზე გავრცელდება სების სხვადასხვა მოთხოვნილებები. დაკრედიტების სტანდარტი თანაბრად უნდა გავრცელდეს ყველა ბანკსა თუ მიკროსაფინანსოზე“, - ამბობს კიკორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები