პირველად საქართველოში, მეწარმეების ბიზნეს საქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო („Sida”) იქნება.
შესაბამისი ხელშეკრულება შვედეთის მხარემ „თიბისი ბანკთან“ გააფორმა, რაც მათთვის საქართველოში კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის პირველი პროექტია.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის გაპრობლემების შემთხვევაში, შვედეთის მხარე მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს.
აღნიშნული თანამშრომლობა იმ სესხებს ეხება, რომლებსაც მომავალში „თიბისი ბანკი“ სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე სტრატაპების, მიკრო, მცირე და საშულო ბიზნესების მხარდასაჭერად გასცემს.
მსესხებლისა და სესხის კატეგორიიდან გამომდინარე „თიბისი ბანკი“ და „სიდა“ რისკს თანაბრად (50%-50%) გაიზიარებენ. ქალი მეწარმეების შემთხვევაში, რომლებიც სტარტაპების დაწყებას ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას გადაწყვეტენ, „Sida” რისკის 60%-ს გაიზიარებს.
აღნიშნულ ხელშეკრულებაზე „თიბისი ბანკი“ „სიდასთან“ ერთად ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. საერთო ჯამში „Sida” -ს გარანტია 40 მილიონი დოლარის პორტფელს მოემსახურება.

























