მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Setanta Sports და Netflix 13 ქვეყანაში ექსკლუზიურ პარტნიორობას იწყებენ

Setanta Sports და Netflix 13 ქვეყანაში ექსკლუზიურ პარტნიორობას იწყებენ

სპორტული მულტიმედია პლატფორმა Setanta Sports-ის და მსოფლიოს ლიდერ სტრიმინგსერვისის Netflix-ის თანამშრომლობას საერთო მიზანი - სპორტის და სხვა გასართობი მედიის ერთ შეთავაზებაში გაერთიანებაა, რითაც მიიჩნევე, რომ ფანების ცხოვრება უფრო იოლი გახდება.

Fan Pack - ასე ეწოდება Setanta Sports-ის და Netflix-ის ახალ პაკეტს, რომელიც ამ ყველაფერს იტევს, Fan Pack-ი ჰქვია. ის მომხმარებელს ორივე სერვისზე ერთი გადახდით წვდომის შესაძლებლობას აძლევს. მსურველებს უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში Fan Pack-ით სარგებლობა Setanta Sports-ის საიტის მეშვეობით უკვე შეუძლიათ. Setanta Sports და Netflix განაგრძობენ თანამშრომლობას და ეს შეთავაზება მალე უკვე ყველა იმ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც Setanta Sports მაუწყებლობს.

რას მოიცავს შეთავაზება Fan Pack?

Fan Pack აერთიანებს სპორტული შეჯიბრებების, თუ დოკუმენტური და მხატვრული ფილმების მოყვარულთა ინტერესებს, ისეთი როგორებიცაა მაგალითად UFC-ის საჩემპიონო ორთაბრძოლა, The Witcher, The Crown, Beckham და ა.შ. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს ამ შეთავაზებით მსურველებს ერთი კომპლექტით შეეძლებათ Setanta Sports-ის Formula 1-ს უყურონ და ამასთან ერთად, Netflix-ის დოკუმენტური სერიალი Drive to Survive ნახონ.

Setanta Sports-ში აცხადებენ, რომ ეს სიახლეა, როგორც ცალ-ცალკე სპორტისა და გართობის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვინც საკუთარ თავში ორივეს ქომაგს აერთიანებს.

„მოხარული ვართ, Netflix-თან პარტნიორობით შევქმენით სპორტისა და გართობის ექსკლუზიური ნაზავი. Netflix-ის გლობალური აღიარება, მისი გამორჩეული ფილმები და სერიალები ჩვენს საბაზრო შეთავაზებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. Fan Pack-ი უნიკალური შეთავაზებაა, რომელიც ჩვენს უმაღლესი ხარისხის სპორტულ და Netflix-ის ყველასთვის ცნობილ კონტენტს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორობა გართობის კიდევ უფრო ახლებურ გაგებას განაპირობებს, სადაც უკლებლივ ყველა მაყურებელი მისთვის სასურველ პროდუქტს ერთ კომპლექტში იპოვის“, - ამბობს Setanta Sports-ის გენერალური დირექტორის მოადგილე თამარ ბადაშვილი.

„მომხმარებლისთვის Netflix-ზე წვდომის გაიოლებისკენ მუდმივად მივისწრაფვით. იქნება ეს ტელევიზორის, მობილური ტელეფონის, ტაბლეტის ან პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით, შინ თუ მგზავრობისას. სასიამოვნოა, რომ ამ განსაკუთრებული პარტნიორობით, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში Netflix-ს კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომს ვხდით ისეთი მაყურებლებისთვის, რომლებიც სპორტითა და გართობით არიან დაინტერესებულნი“, - Netflix-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მაია პორჩინსკა.

რაც შეეხება იმას - როგორ და სად შეუძლიათ Fan Pack-ის შეძენა მსურველებს, Setanta Sports-ისა და Netflix-ის ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობისთვის setantasports.com/fanpack -ის გვერდზე შესვლა და სასურველი პაკეტის შერჩევაა საჭირო. საბაზისო პაკეტის ღირებულება 9.39 ევრო, სტანდარტულის 11.79 ევრო, ხოლო პრემიუმის 13.99 ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები