მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების 10%-იანი დაფინანსების გაზრდაზე სამინისტროსგან პასუხს ველით” - აგრობადე

ბადე

სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო ოფიციალურად მიმდინარე წელს გაიხსნა. როგორც კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, აქამდე წარმოება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა, 2 მაისიდან კი შეკვეთებზე მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო.

"აგრობადეს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები ფერმერებს ბადის შესყიდვაზე ფასის გამო უთქვამთ უარი. მისი თქმით,  1 კვ.მ ბადის ღირებულება 1 ლარს შეადგენს. ის აღნიშნავს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა ფერმერებს არ უღირთ ამ ფასის გადახდა და სახელმწიფოს სთხოვენ შეღავათს. 

პროგრამა “დანერგე მომავლის” ფარგლებში სარწყავი სისტემის დაფინანსება 50%-ით ხდება, ნერგების 70%-ით, ხოლო სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების 10%-ით. ფერმერები ითხოვენ, დაფინანსების გაზრდას. ჩვენც ვთხოვეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეტად ხელის შეწყობა, სამინისტრო დაგვთანხმდა, გამოთქვეს სურვილი 10%-იანი დაფინანსების გაზრდაზე, თუმცა ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ… კომუნიკაცია მაისში მოხდა და დღემდე პასუხს ველით”, - ამბობს ავთანდილ მაისურაძე. 

“აგრობადეს” დამფუძნებელი BMG-სთან იმპორტირებული ბადეების ფასზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით,  იმპორტირებულ ბადეებთან შედარებით, ქართული ნაწარმი 20%-ით იაფია. 

“საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების იმპორტი, ძირითადად თურქეთიდან და იტალიიდან ხდება, ჩვენი გამოშვებული ბადე დაახლოებით 20%-ით იაფია. დანადგარები გერმანული გვაქვს და პროდუქცია ევროპულია, რაც ნიშნავს, რომ ხარისხით სხვა პროდუქციას არაფრით ჩამოვუვარდებით. რაც მთავარია, ჩვენს პროდუქციას გარანტია 5-7 წელიწადი აქვს“, - ამბობს ავთანდილ მაისურაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები