მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს საქართველო ბულგარეთისგან შეიძენს

5ab220ab0eac9
თამუნა დემეტრაშვილი
21.03.18 13:05
725
სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების შესაძენად, კომპანია ,,დელტას“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. ბულგარულმა ,, Stroyproject-მა - შემსყიდველს, 2700 ერთეული რაკეტის მიწოდებისთვის 1 მილიონ 787 ათასი ლარი შესთავაზა, 116 ათასი ლარით ნაკლები, ვიდრე ეს ტენდერის საწყისი ფასით იყო განსაზღვრული. ამ ეტაპზე ,,დელტას“ სატენდერო კომისია ბულგარული კომპანიის დოკუმენტაციასა და შეთავაზებას სწავლობს.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება რაკეტების პირველი პარტია -1200 ერთეული, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში მიაწოდოს დამკვეთს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები