მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სეტყვით მიყენებული ზარალი შთამბეჭდავია“ - რა თანხის გადახდა მოუწევთ სადაზღვეოებს ავტომფლობელებისთვის?

მიხეილ ჯაფარიძე

"არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა თბილისში, 20 ივნისის სტიქიის მონაცემები შეაჯერეს და დაუზუსტებელი ინფორმაციით, სექტორს სეტყვით დაზარალებული ავტომფლობელებისთვის დაახლოებით 25-30 მილიონი ლარის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა.

მისი შეფასებით, 20 ივლისს დედაქალაქში არსებულმა უხვი ნალექიც სტიქიად ითვლება, თუმცა ავტოდაზღვევის ნაწილში ზარალი 20 ივნისის სტიქიის დროს ბევრად დიდი იყო.

ბოლო დიდი სტიქია 20 ივლისს იყო ჭარბი ნალექის სახით, მაგრამ განსაკუთრებული ზიანი ივნისის ბოლოს მოსულმა სეტყვამ მოიტანა. იმის მიუხედავად, რომ დაზუსტებული მონაცემები არ გვაქვს, მიახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ ძირითადი მოთამაშეების ზარალმა, ანუ ვისაც ავტოდაზღვევის მიმართულება აქვს დაახლოებით 25-30 მილიონ ლარი შეადგინა. ცხადია ეს უხეში რიცხვია. იმ კონკრეტულ დღეს დაახლოებით 10,000 შემთხვევამდე დაფიქსირდა, რაც ერთი ერთი დღისთვის დიდი რიცხვია.

25-30 მილიონი ლარი, ეს იმდენივეა, რაც დაახლოებით 19-ვე სადაზღვევო კომპანიის მოგება პირველ კვარტალში. ამ მოცულობის ზარალზეა საუბარი ერთ დღეში. რომ წარმოვიდგინოთ, სადაზღვევო კომპანიებს მოგება I კვარტალში ₾31 მილიონი იყო და რეალურად ერთ დღეში ერთი რისკისგან გამოწვეული, აი, ასეთი მოცულობის ზარალი მივიღეთ. შესაბამისად, სეტყვით გამოწვეული ზარალი საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა აქ საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილების მცირე ნაწილი იყო დაზღვეული. ზოგადად ქვეყანაში, ავტომობილების დაახლოებით 15%-ია დაზღვეული. თუმცა თუ ვივარაუდებთ, რომ თბილისში ბევრად მეტი ავტომობილია დაზღვეული, ვიდრე რეგიონებში და სტიქია ძირითადად თბილისს და გარეუბნებშ იყო, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზარალის ანაზღაურება ავტომობილების 30%-ზე მოდის. და 70% ავტომობილების იყო დაუზღვეველი, შესაბამისად ამას სადაზღვევო კომპანია ვერ ხედავს. ეს ხარჯი იქნება მოსახლეობის ჯიბიდან გადასახდელი“, - განმარტა მიხეილ ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები