საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (SEU) შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აიიუთი იყიდა.
ბიზნეს რეესტრში ასახული ინფორმაციის თანახმად, 19 ნოემბრიდან შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აიიუთის დირექტორი გია კავთელიშვილია. მისი 99%-ის მფლობელია სეუ, ხოლო 1%-ს ივანე ყანდაშვილი ფლობს.
გარიგების შესახებ თავდაპირველად edu.aris.ge-მ დაწერა. ვებგვერდის თანახმად, სეუ-მ თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აიიუთი დაახლოებით 3.3 მილიონ დოლარად იყიდა.
მიმდინარე წელს სეუ-მ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" (IBSU) და მისი აქტივები 12.1 მილიონ დოლარად შეიძინა.




























