მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SEU"-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით იმართება ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: "COVID 19-ის მონიტორინგი და მართვა"

5ead1a99e478c
BM.GE
02.05.20 10:57
1209
2020 წლის 3 მაისს, 17:00 საათზე “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU”-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით, უკვე მეორედ იმართება ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “Covid 19-ის მონიტორინგი და მართვა”.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ აშშს, ბრიტანეთის, გერმანიის და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები, მოდერატორობას კი ინტენსიური თერაპიის ექიმი, ანესთეზიოლოგი, “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი ბატონი ანზორ ჩომახიძე გაუწევს.

დისკუსიის მიზანია არსებული პანდემიის ყველაზე აქტუალური საკითხების გარშემო როგორც ქართული, ასევე, ევროპული და ამერიკული გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.

შეხვედრა გაიმართება ფეისბუქ ლაივის საშუალებით უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. (https://www.facebook.com/seu.edu.ge/).
პანელ-დისკუსიაში მონაწილეობენ:

ანზორ ჩომახიძე
ინტენსიური თერაპიის ექიმი ანესთეზიოლოგი
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი
“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი

თამარ ჟამურაშვილი
ექიმი პულმონოლოგი
შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა, ბერლინი

ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური
განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მამუკა მაჩაიძე
ინფექციონისტი
ჯონ ჰოპკინსის ბეივიუ სამედიცინო ცენტრი, აშშ

პროფ. ლევან რატიანი
კლინიკური დირექტორი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

ვახო კალოიანი
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, კრიტიკული მედიცინის ხელმძღვანელი
ნიუ ჰოსპიტალსი

ნანა გეგეჭკორი
ექიმი კარდიოლოგი
მაუნთ სინაი ჰოსპიტალი, ნიუ იორკი, აშშ

მაია ხელაძე
ექიმი კარდიოლოგი
საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი

ეკა მგელაძე
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით 26 აპრილს “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU”-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით უკვე გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში”, რომელიც უწყვეტად 4 საათის განმავლობაში 12000-მდე ფეისბუქ მომხმარებლის მონაწილეობით ინტენსიური კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პლატფორმით რეგულარული შეხვედრები დაიგეგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები