მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SEU სტუდენტებს NVIDIA-ს გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე უფასოდ დასწრების შესაძლებლობას სთავაზობს

5f7c503667f2b
BM.GE
06.10.20 15:13
1384
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) NVIDIA-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ გლობალურ ტექნოლოგიურ კონფერენციას.

როგორც bm.ge-ის SEU-დან აცნობეს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი NVIDIA-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც თავის სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს დაესწრონ ტექნოლოგიურ კონფერენციას სრულიად უფასოდ.

5 - 9 ოქტომბრის ჩათვლით ტექნოლოგიური კომპანია NVIDIA ატარებს გლობალურ ღონისძიებას, რომელიც უმასპინძლებს სპეციალურ ონლაინ საკონფერენციო და სასწავლო 1000-ზე მეტ სესიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - NVIDIA’S GPU Technology Conference.

ეს არის გლობალური ციფრული ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა დეველოპერებისთვის, მკვლევარებისთვის, ინჟინრებისა და ინოვატორებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი უნარების განვითარება, იდეების გაზიარება და აქვთ დიდი სურვილი უკეთ გაიგონ როგორ დანერგონ და გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი თავიანთ სამუშაო სფეროში. ღონისძიების ფარგლებში, განხილული იქნება უახლესი მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

კონფერენცია განსაკუთრებით საინტერესოა IT და ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტთა სტუდენტებისთვის.

შეგახსენებთ, რომ NVIDIA არის ტექნოლოგიების ამერიკული კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს კალიფორნიაში. იგი აწარმოებს გრაფიკის დამუშავების ერთეულებს (GPU) თამაშებისთვის, კრიპტოვალუტებისთვის და პროფესიონალური ბაზრებისთვის, როგორიც არის SOC-ები მობილური კომპიუტერები, საავტომობილო ბაზარი და სხვა.
NS




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები