მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

Sevsamora Resort&Spa: წელს ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული

ვიქტორია მღებრიშვილი

23.06.20 11:10 5451 ნახვა

წელს ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, - ამის შესახებ BM.GE-ს საგურამოში მდებარე სასტუმრო Sevsamora Resort&Spa-ს მმართველი კომპანიის HORECA Management Group-ის დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმრო 12 ივნისს შემოწმების შემდეგ ამოქმედდა და დღეს 80%-იანი დატვირთვით მუშაობს.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი სტუმრები ადგილობრივები არიან. სასტუმროში ფასები გადაიხედა და ამ ეტაპისთვის სტანდარტული ნომრის ღირებულება 120 დოლარის ნაცვლად 2 პერსონაზე 80 დოლარია, რაც გარე საუზმეს და აუზის მომსახურებას მოიცავს. კიდევ მეტი შეღავათია 5 და მეტი დღის დაჯავშნის შემთხვევაში. "Sevsamora Resort&Spa"-ში შესაძლებელია აგრეთვე მხოლოდ აუზის ერთდღიანი აბონემენტების შეძენაც. ამოქმედდა, როგორც აუზთან მდებარე ბარი, ასევე ღია რესტორნები სასტუმროს ტერიტორიაზე. ამასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ თიბისი ბანკთან და სტატუს მომხამრებლებისთვის გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზებები. საერთო ჯამში, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით ფასები დავწიეთ და, ჯერჯერობით, ეს ფასები შენარჩუნდება“, - განაცხადა სასტუმროს მმართველმა.

გიორგი პაპიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort&Spa" პანდემიამდეც ძირითადად ორიენტირებული იყო ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა დღესდღეისობით, ნაწილობრივ მაინც შეიცვალა სასტუმროს გათვლებიც და სრულად გადაერთნენ ადგილობრივ მოსახლეობაზე.

„ჩვენი სასტუმრო ქვეყანაში ვირუსის გავრცელებამდე 2 თვით ადრე გაიხსნა და ვფიქრობთ, რომ რაც უფრო მოიმატებს ჩვენი ცნობადობა, მით უფრო გაიზრდება დატვირთულობა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო გარემოს, სრულად ვიცავთ მთავრობის რეგულაციებს, ვზრუნავთ როგორც სტუმრების, ასევე, თანამშრომლების ჯანმრთელობაზე.

ის ფინანსური მოლოდინები და გათვლები, რაც პანდემიამდე გვქონდა, დღეისათვის სრულად შეიცვალა, თუმცა გაზრდილი ხარჯებისა და შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, სასტუმრო იმავე ტემპით აგრძელებს მუშაობას 80 ადამიანისგან შემდგარი გუნდით, რომელთა რაოდენობა არც შემცირებულა“, - აღნიშნა Sevsamora Resort&Spa-ს გენერალურმა მენეჯერმა.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები