მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სეზონი წარმატებული იყო, თუმცა შარშან მეტი უცხოელი ტურისტი გვყავდა” - Luca Polare

პოლარე

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ ზაფხულის სეზონს დადებითად აფასებს.

როგორც კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი, BMG-სთან ამბობს, 2023 წლის ზაფხული კომპანიისთვის წარმატებული იყო, თუმცა უცხოელი ტურისტების ნაკლებობა შეიმჩნეოდა.

“სეზონს როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოს ვაჯამებთ, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის თვეები გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ დავძლიეთ და წარმატებით ვხურავთ ამ სეზონსაც. მოვახერხეთ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალს წარმატებით ეფუნქციონირა.

მოთხოვნაც, ნაყინებზე ტრადიციულად მზარდი იყო, რამაც მოგვცა საშუალება, ფასზე კორექტირება არ მოგვეხდინა და მოთხოვნამ დააბალანსა მიწოდება. თუმცა ტურისტული კუთხით, უფრო სხვა იყო, ვიდრე შარშან - გასულ წელს გაცილებით მეტი უცხოელი ტურისტი გვყავდა. ჩვენი დაკვირვებით, ქვეყანაში ტურისტების სხვა ნაკადი შემოვიდა,“  - ამბობს თეა თაბაგარი.

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 15 ფილიალით, ბათუმში - 5, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1 და რუსთავში - 1 ფილიალით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები