მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სფეროები, რომლებშიც საქართველომ და იაპონიამ აქტიურად უნდა ითანამშრომლონ - ელჩის მოსაზრება

634e7d6959a0a
მარიამ დემეტრაშვილი
18.10.22 22:30
558
იაპონიაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავას განცხადებით, საქართველომ უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს იაპონიასთან ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და დეკარბონიზაციის მიმართულებით.

„ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, დეკარბონიზაცია - ეს სფეროებია, სადაც იაპონია ძალიან ძლიერია. ამ მიმართულებებით იაპონიასთან აუცილებლად უნდა ჩამოვაყალიბოთ უფრო აქტიური ურთიერთობები. ცოტა ხნის წინ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმდა მემორანდუმიც, რომლის ფარგლებში, იაპონია მონაწილეობას მიიღებს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომელიც დაკავშირებულია დეკარბონიზაციასთან“, - განაცხადა თეიმურაზ ლეჟავამ გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

ცნობისთვის: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აკირა იმამურამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შექმნის შესახებ. JCM-ის ფარგლებში, იაპონია საქართველოსთან ითანამშრომლებს სათბურის აირები ემისიების შემცირების სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მიღწევას და იმუშავებს მსოფლიოს დეკარბორიზაციის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები