მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SGBA ბიზნეს დაჯილდოებას მართავს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) აგრძელებს მუშაობას თემებზე, რომლებიც ქართული ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია — ინიციატივების გაჟღერებას, კავშირების გაძლიერებასა და პროფესიული ეკოსისტემის გაერთიანებას. დღევანდელი დისკუსიის ფარგლებში ვსაუბრობთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე: ასოციაცია წარმოგიდგენთ ახალი ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიას, რომლის მიზანიც გამორჩეული ქართული კომპანიების და ლიდერების აღიარებაა. ასევე განვიხილავთ ორ სტრატეგიულ სამიტს, რომლებიც გაიმართება როგორც საქართველოში, ისე დუბაიში. მესამე, და არანაკლებ მნიშვნელოვანია — საუბარი თანამედროვე ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე. რამდენად აუცილებელია ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის შექმნა კომპანიების შიგნით? როგორ შეიძლება დიალოგისა და ჩართულობის ახალი არხების გაძლიერება?

სტუმრები: მაია ტატულაშვილი - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA), დამფუძნებელი პრეზიდენტი

ნათია ნადირაშვილი - წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA),საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები