"პირველი ფაზა მოიცავს ბუნებრივი აირის დერეფნის შექმნას, კასპიის ზღვიდან იტალიის მიმართულებით, თურქეთის გავლით. შაჰდენიზის პროექტი მეორე ფაზის შესრულებაზე გადავიდა, რომელიც კონტრაქტის გაფორმებას გულისხმობს თურქეთთან TANAP-ის მილსადენთან დაკავშირებით. თურქეთი წელიწადში 6 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მიაწვდის ევროპულ ქვეყნებს", - განაცხადა ეშლი შერმანმა.
მისი თქმით, TANAP-ის დასავლეთ ნაწილის დასრულების შემდეგ, რომელიც 2019 წელს იგეგმება, ევროკავშირს წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი მიეწოდება. შერმანი ასევე საუბრობს იმ პოზიტიური პერიოდის გაგრძელებაზე, რომელიც აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის სექტორშია, გამომდინარე იქიდან რომ, მან კონტრაქტი გაახანგრძლივა აზერი-ჩირაგი-გიუნაშლის მეგაპროექტზე, რომელიც BP-ს ხელმძღვანელობით ხორციელდება.