მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც წელს გათავისუფლდნენ და კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ - გადაწყვეტილება

მაღარო

"ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ. შესაბამისად, საპენსიო ასაკამდე, სახელმწიფო გასაცემელს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიახლით ისარგებლებენ, მათ შორის, ჭიათურაში მოქმედ მანგანუმის საბადოებში დასაქმებულები, რომლებსაც კომპანიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, რეორგანიზაცია შეეხოთ, თუმცა, მოგვიანებით, იმავე ან მსგავს სამუშაოზე დასაქმდნენ, იმავე ან სხვა კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ უცვლელი რჩება თავად სამუშაო სტაჟის ჯამური ოდენობა - 10 წელი, რაც სახელმწიფო გასაცემლის მიღების წინაპირობაა. სამუშაო სტაჟის დაანგარიშებისას, მხედველობაში მიიღება ფაქტობრივად ნამუშევარი პერიოდი, რომელიც მოიცავს გათავისუფლებამდე და ხელახლა, დასაქმების შემდგომ დროს ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები