მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შალვა თადუმაძე: "გათავისუფლებულები მიიღებენ კომპენსაციას"

5a27c4844823c
დავით ჯალაღონია
06.12.17 14:18
1566
მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, ჯერ-ჯერობით ისევ არ არის დაზუსტებული ის თანხა, რაც სტრუქტურული რეფორმის შედეგად დაიზოგება. თადუმაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სადაც რეფორმისთვის კანონპროექტების პაკეტს განიხილავენ, შესაბამისი არგუმენტები მოიყვანა, რატომ ვერ დათვალა მთავრობამ საკადრო, ან ადმინისტრაციული ცვლილებების შესაძლო ეფექტი.

„რეორგანიზაციის შემთხვევაში, მას შემდეგ რაც დამტკიცდება ახალი შტატები და ცნობილი იქნება ახალი სტრუქტურა და გაერთიანებული სამინისტროების უფლებამოსილებები, მოხდება იმ თანხების დათვლა, რომელიც დარჩება ახალი სტრუქტურების ხარჯვით ნაწილში. გარდა ამისა, არსებობს საქართველოს კანონმდებლობით კომპენსაციების გაცემის ვალდებულებები იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც შეუწყდებათ შრომითი ურთიერთობა საჯარო სამსახურში და შესაბამისად, 2018 წლის ბიუჯეტში ესაც ეტაპობრივად აისახება, გამომდინარე იქიდან, რომ იქ გარკვეული პერიოდის ანაზღაურებაა გათვალისწინებული“, - განაცხადა თადუმაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები