მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შამილ ეიგუნი - არქიტექტორი მრავალფუნქციური კომპანია „ვესკოდან“ (R)

611b9a1adc6f2
BM.GE
16.08.21 16:35
1144
25 წლის წინ შამილ ეიგუნიმ არქიტექტორის პროფესია აირჩია და მას შემდეგ ამ გზას მიჰყვება. კერძოდ, ის ინტერიერის არქიტექტურისა და პროდუქტის დიზაინზე მუშაობს. ბოლო რამდენიმე თვეა, გამოცდილ გუნდთან ერთად, ქართულ-თურქული მულტიფუნქციური კომპანია „ვესკოს“ წევრი გახდა და საქართველოში აქტიურ მოღვაწეობას აპირებს.

შამილ ეიგუნის პროფესიული ბიოგრაფია მრავალ ცნობილ და მნიშვნელოვან პროექტს ითვლის, მათ შორისაა: Ritz Carlton (სტამბოლი), Kempinski Otel (ბოდრუმი), Kaddafi Kongre Salonu (ლიბია), Hilton Otel ve (ბელარუსი), BEN ESTA (სტამბოლი) და მრავალი სხვა.
როგორც თავად ამბობს, არქიტექტურა მისი გატაცეებაა.

„ეს პროფესია ავირჩიე არა მხოლოდ იმიტომ, რომ არქიტექტორობა ჩემი ოცნება იყო, არამედ იმიტომ, რომ ის პირდაპირ კავშირშია დიზაინთან. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს, რისი მოფიქრებაც შეგიძლიათ და მიიღოთ სარგებელი ამ პროფესიაში,“ - აღნიშნავს შამილი.



რაც შეეხება უშუალოდ „ვესკოს“, მისი თქმით, ეს არის კომპანია და გუნდი, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას მაქსიმალურად ასრულებს. სწორედ ამის გამო, მისივე აზრით, ბაზარზე ახლად შემოსული „ვესკო“ წარმატებისთვისაა „განწირული“.

„მიმოიხედეთ გარშემო საქართველოში, თქვენ ნახავთ უამრავ ადამიანს, ვინც არ აკეთებს იმას, რასაც ამბობს ... ჩვენი გუნდი ყველაზე მეტად სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ყველა ჩვენგანი ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზე დაკისრებული ამოცანის მაქსიმალურად შესასრულებლად გვჭირდება. ამიტომ, ჩვენ აბსოლუტურად არანაირი შანსი არ გვაქვს იმისა, რომ წარუმატებლები ვიყოთ.

რატომ გადაწყდა კომპანია „ვესკოს“ ჩამოყალიბება? იმისათვის, რომ კარგი კერძი მოამზადოთ, თქვენი ინგრედიენტებიც უნდა იყოს მაღალი ხარისხის. როდესაც ვნახე პროფესიონალი ადამიანები, ვიფიქრე: რატომ არა...“ - აცხადებს არქიტექტორი.

მართალია, „ვესკო“ ჯერ მხოლოდ 2 თვეა, რაც ბაზარზეა, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის უკან დგანან, აქვთ მომხმარებლების 20-25-წლიანი ნდობა და უნიკალური გამოცდილება. შამილი დარწმუნებულია, რომ შემდგომ ინტერვიუში უკვე „ვესკოს“ მიერ განხორციელებულ მსხვილ პროექტებზე მოგვიყვება.

„ბაზარზე იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ხარისხიანი სამუშაოს შესრულება სურს, მაღალია. ასევე მაღალია მათი რიცხვიც, ვისაც მხოლოდ კომერციული ინტერესი ამოძრავებს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი სტრატეგია გვექნება ჩვენ. ამ საკითხს უდიდესი ყურადღებით ვუდგებით. ჩვენი ყველა მომხმარებელი სამშენებლო ინდუსტრიაშია, თუმცა ჩვენი მიზანი უმაღლესი დონის ინვესტორები არიან“, - დასძენს შამილ ეიგუნი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები