მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და EU-ში გაწევრიანების პროცესი შეუქცევად გზაზე დავაყენოთ - ბოჭორიშვილი

632b35a78cca0
BM.GE
21.09.22 21:00
476
საქართველოს პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეთერთმეტე სხდომა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სხდომა, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს ერთი მხრივ, შანსია ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, მეორე მხრივ კი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვისა და ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი გამოცდაა.

„ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ევროპული პერსპექტივა, რაც ქვეყანას მიენიჭა, ერთი მხრივ, არის შანსი ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, მეორე მხრივ კი ეს არის ერთგვარი გამოცდა, როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევად გზაზე დავაყენოთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სხდომის თანათავმჯდომარის მარინა კალიურანდის თქმით, თუ პოლიტიკური ძალები თავიანთ უთანხმოებას გვერდზე გადადებენ, პოლარიზაციას დაძლევენ და ერთობლივი ძალისხმევით კონცენტრირდებიან ძირითად პრიორიტეტზე - საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული იქნება.

„ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოფიციალურად აღიარა. ეს გადაწყვეტილება გახლდათ ისტორიული მომენტი ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირმა ასევე აღიარა, რომ საქართველომ მთელი რიგი რთული რეფორმები გაატარა. თუ პოლიტიკური ძალები თავიანთ უთანხმოებას გვერდზე გადადებენ, პოლარიზაციას დაძლევენ და ერთობლივი ძალისხმევით კონცენტრირდებიან ძირითად პრიორიტეტზე - საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული იქნება“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სხდომის თანათავმჯდომარემ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე და მის შედეგებზეც ისაუბრა. მან საქართველოს უკრაინისთვის გამოხატული სოლიდარობისთვის და მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები