მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შანტაჟის ენით საუბარი, ვისთანაც გასდიოდა, ისევ მას ესაუბროს", - კალაძე "ბუდაპეშტის" ინვესტორს

5c481b0480b58
თამუნა დემეტრაშვილი
23.01.19 11:42
1291
თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ სასტუმრო ,,ბუდაპეშტის“ ინვესტორების მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი, ქალაქის მთავრობისთვის მიუღებელია.
მისი თქმით, მერია ამ საკითხთან დაკავშირებით კატეგორიული იქნება.

„შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ვისთანაც გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმას ესაუბროს. ჩვენ ვართ კატეგორიულები, კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებიბის განთავსება ვაკის პარკში. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ მშენებლობა არ დავუშვათ“, -განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მიუღებელია ინვესტორის მხრიდან განცხადებები ზეწოლასთან დაკავშირებით და დასძენს რომ ქალაქის ხელისუფლება კანონის ფარგლებს არ გასცდება.

„ინვესტორთან შეხვედრა გვქონდა. ახლა ის გამოდის და საუბრობს, თითქოს ხელებს ვუგრიხავთ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ვინმეს ხელები გადავუგრიხეთ და არასწორად მოვექეცით. ჩვენთვის ქალაქის ინტერესები უმთავრესია, მაგრამ არცერთ ინვესტორს არ მოვექცევით ისე, რომ კანონის ფარგლებს გარეთ გავიდეთ“, - დასძინა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები