მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შაორის ტბასთან ქართულ-ფრანგულ ჯგუფს 15 მილიონი ლარის ინვესტირება სურს

5e3ea90d78a66
ანუკა ჯოხაძე
08.02.20 16:34
5197
შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 მილიონი ლარის ინვესტირებით არიან დაინტერესებული,- ამის შესახებ bm.ge-ს ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განუცხადა. როგორც მხეიძე ამბობს, საუბარია ქართულ-ფრანგულ ჯგუფზე, რომელიც ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

“ასევე არის რამდენიმე ქართველი ინვესტორის შემოთავაზებაც, მსხვილი არა, მაგრამ 100 000 -200 000 დოლარის ინვესტიციის განხორციელება სურთ. ეს პროექტები შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების გეგმის მიხედვით განმხორციელდება. როგორც ვიცი, ქართულ-ფრანგულ ჯგუფს ადგილზე ბანაკის ზონის და გასართობი სივრცის მოწყობა სურს”-ამბობს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.

შეგახსენებთ, შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ქალაქთმშენებლობითი გეგმა 2019 წლის ზაფხულში დამტკიცდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები