2025 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოდან შაქრის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა $3.5 მლნ-ის ღირებულების 6 980 ტონა შაქარი, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი მხოლოდ $35 ათასს და 48 ტონას შეადგენდა.
შედეგად, შაქრის ექსპორტის ღირებულება 100-ჯერ გაიზარდა, ხოლო მოცულობაში ზრდამ დაახლოებით 145-ჯერ შეადგინა, რაც შაქრის საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ზრდის მნიშვნელოვან დინამიკაზე მიუთითებს.
მიმდინარე წელს საქართველოსთვის შაქრის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, სადაც ქვეყანამ $3.5 მლნ-ის ღირებულების 6 979 ტონა შაქარი გაყიდა. ძალიან მცირე მოცულობები კი ფიქსირდება სომხეთში.
რაც შეეხება იმპორტს, არსებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოში შაქრის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ $75.8 მლნ-ის ღირებულების 138 398 ტონა შაქარი შეიძინა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $84.6 მლნ-ს და 130 343 ტონას შეადგენდა. შედეგად, შაქრის იმპორტის ღირებულება 10.3%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება 6.1% დაფიქსირდა.
გასულ წელს, 11 თვეში საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: ბრაზილია, საიდანაც ქვეყანაში $22.3 მლნ-ის 48 500 ტონა შაქარი შემოვიდა; საფრანგეთი - $16 მლნ, 26 924 ტონა; პოლონეთი - $15.5 მლნ, 26 783 ტონა; ნიდერლანდები - $9 მლნ, 14 699 ტონა; და ბელგია - $4.4 მლნ, 7 390 ტონა.
შაქრის იმპორტიორთა ათეულში ასევე მოხვდნენ უკრაინა ($3.9 მლნ, 7 251 ტონა), გაერთიანებული სამეფო ($1 მლნ, 1 504 ტონა), გერმანია ($998 ათასი, 1 662 ტონა), შვეიცარია ($736 ათასი, 1 244 ტონა) და რუსეთი ($732 ათასი, 1 079 ტონა).




























