2023 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში შაქრის ფასი, დაახლოებით, 30%-ითაა გაზრდილი. გუშინ 1 ფუნტი შაქრის ფასი ბირჟაზე 27 ცენტს შეადგენდა, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასის ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი, შაქრის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ჩავარდნილი სეზონი და შემცირებული მოსავლიანობაა. შაქრის დეფიციტი უკვე აშკარაა შეერთებულ შტატებში, სადაც ამ პრობლემის გამო ტკბილეულის მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა „ჰელოუინისთვის“ შეკვეთების მიღება შეაჩერა. როგორ აისახება შაქრის გაძვირება ტკბილეულისა თუ სხვა პროდუქციის ღირებულებაზე?