მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარდენის ქუჩაზე საკვებ ობიექტებს, დაკანონების გარეშე გარე პერიმეტრზე არსებული მაგიდების აღება დაევალათ

585aa41a2fa0a
BM.GE
21.12.16 19:47
2646
შარდენის ქუჩაზე არსებულ საკვებ ობიექტებს, რესტორნებს, კაფეებს დაბარებს გარე პერიმეტრზე არსებული მაგიდების აღება დაევალათ. როგორც ბიზნესკონტრაქტს თბილისის მერიაში განუცხადეს, გადაწყვეტილება გასული თვის ბოლოს მიიღეს. იმ ობიექტებს, რომლებსაც გარეთ მაგიდებისა და სკამების დადგმის კანონიერი უფლება არ ჰქონდათ, ახალი ვალდებულებების შესასრულებლად ორ თვიანი ვადა მიეცათ. გარდა ამისა, ზედამხედველობის სამსახურის დადგენილების თანახმად, იმ დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ ტენტები, მათი შეცვლა დაევალათ.

თუკი სარესტორნე ბიზნესი მაგიდებისა და სკამების ქუჩაში დასადგამად, სპეციალური დადგენილების აღემა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ჯარიმები გატარდება და აღნიშნული ინვენტარის აღება დაევალდებულებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები