Shark|Ninja-ს რიგით მე-8 შოურუმი რუსთავი მოლში ოფიციალურად გაიხსნა.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამერიკული ბრენდი Shark|Ninja მომხმარებლებს ინოვაციურ და მრავალფუნქციურ ტექნოლოგიებს სთავაზობს. Ninja ორიენტირებულია სამზარეულოს ტექნიკაზე, ხოლო Shark - თმის მოვლის, სტაილინგისა და სახლის მოვლის მიმართულებებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში Shark|Ninja-ს განვითარება მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლოს. რუსთავში შოურუმის გახსნა ჩვენი რეგიონული სტრატეგიის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით — უახლოეს მომავალში შოურუმებს საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გავხსნით. ქართულ ბაზარზე ბრენდის მიმართ მზარდი ინტერესი და გაყიდვების დადებითი დინამიკა ქსელის განვითარების სტრატეგიას კიდევ უფრო ამყარებს. გვსურს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხადოთ ხელმისაწვდომი Shark|Ninja-ს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც მომხმარებელთა ყოველდღიურობას ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის“, - აცხადებს ამიერკავკასიაში Shark|Ninja-ს ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის, "ჯეოტეკ დისტრიბუციის", დამფუძნებელი, კახაბერ კობაივანოვი.
დღეისათვის Shark|Ninja საქართველოში 8 ოფიციალური შოურუმით არის წარმოდგენილი: 6 თბილისში, 1 ზუგდიდსა და 1 რუსთავში.
Shark|Ninja-ს შოურუმების კონცეფცია მხოლოდ ინოვაციური ტექნიკის შეძენის სივრცეს არ გულისხმობს — მომხმარებლის გამოცდილებაზეა ორიენტირებული. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე გამოცადონ პროდუქციის ფუნქციური შესაძლებლობები, და მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია ბრენდ-ამბასადორებისგან. Shark|Ninja-ს ტექნიკაზე ვრცელდება ოფიციალური 5-წლიანი გარანტია, რაც ხარისხისა და გრძელვადიანი საიმედოობის მთავარი გარანტიაა.





















