მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლზ ლეკლერმა კონტრაქტი “პუმასთან” გააფორმა

ლეკლერი და პუმა

ფორმულა 1-ში “ფერარის” მონეგასკელმა პილოტმა შარლზ ლეკლერმა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კონტრაქტი გერმანულ სპორტული ტანსაცმელების ბრენდ “პუმასთან” გააფორმა.

ლეკლერი კომპანიის გლობალური ელჩი გახდება და აამაღლებს სარბოლო ცნობიერებას ავტოსპორტისა და მოდის ხაზის მიმართულებით. მრბოლელი მონაწილეობას მიიღებს “პუმას” მაღალ პროფილურ კამპანიებში, სადაც “სკუდერია ფერარის” კოლექციებს პოპულარიზაციას გაუწევს.

“ფერარიმ” კომპანიასთან კონტრაქტი მრავალი წლით გააგრძელა და მათი პრემიუმ პარტნიორი გახდა. შეთანხმება, რომელიც სათავეს 2005 წლიდან იღებს “პუმას” სალიცენზიო უფლებებს აძლევს “ფერარის” ბრენდირებულ პროდუქციაზე და შესაბამისად, მათ მრბოლელებს სპეციალური ტანსაცმელითაც მოსავს.

“მიხარია, რომ “პუმას” ოჯახის წევრი გავხდი. ბავშვობაში უამრავ ლეგენდარულ ათლეტს ვადევნებდი თვალს, რომლებიც სწორედ “პუმას” ეკიპირებით იყვნენ. ახლა კი, როდესაც ამ ისტორიის ნაწილი ვხდები, ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია”, - განაცხადა შარლზ ლეკლერმა.

მონეგასკელი პილოტის პირველი რბოლა “პუმას” ეკიპირების ქვეშ ფორმულა 1-ში მცირე პაუზის შემდეგ, აშშ-ს გრან-პრიზე შედგება, რომლის სატესტო რბოლები და ვარჯიში 18 ოქტომბერს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები