მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვა 281 მლნ ლარი იყო

ხალხი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს არაკომერციული ორგანიზაციების ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 281 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 10.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.

ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებაზე.

2023 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 4.1-ჯერ გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის და 2-ჯერ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების სექტორებში. 2024 წლის დეკლარირებული მონაცემებით, პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2 720.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 15.9%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. შარშან არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 62.5 ათასი იყო, რაც 2023 წელთან შედარებით 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 24.8% – განათლების სექტორის ორგანიზაციებზე მოდის, 24.8 პროცენტი მოდის აგრეთვე - ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორის ორგანიზაციებზე, ხოლო 14% - წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები