მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა

საქსტატი

შარშან სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.2 ლარი (გაძვირდა 2 ლარით), ცხვრის ან თხის – 13.6 ლარი (გაიაფდა 1.3 ლარით), ღორის – 33.8 (გაძვირდა 2 ლარით) ლარი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2025 წელს საქართველოში 132 ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო
ფუნქციონირებდა. მათგან თითქმის 40% შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე მოდის.

შარშან სასაკლაოებში 511.1 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, მათ შორის 32% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 68% – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 351.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობითვე, სასაკლაოების მიერ 2025 წლის განმავლობაში 65 279.8 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 33.4% – ფრინველის, 36% – ღორის, 0.6% – ცხვრისა და თხის ხორცზე.

2025 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორცისგან სასაკლაოს მიერ
შესყიდული იყო 9 436.9 ტონა.

2025 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 29 ათას პირს, საიდანაც 51% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 094 შეადგინა.

სასაკლაოების თითქმის ნახევარი (47%) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 45.5 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, 7.6% კი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სასაკლაოების 66% არ სარგებლობს სესხით, ხოლო 34% აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით. სესხით მოსარგებლეთა 58% სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის, 29%-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 13.3% – როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები