მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შარშანდელთან შედარებით ხორბლის ნაკლები რაოდენობა გვექნება“ - რატომ ვერ ხერხდება მოსავლის აღება?

ხორბალი

ხორბლის მოსავლის ნაწილი გაფუჭდა, დარჩენილის აღება კი ინტენსიური წვიმების გამო ვერ ხერხდება. როგორც მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, უამინდობის გამო ადგილზე პრობლემაა კომბაინების შესვლაც, რის გამოც მოსავლის მხოლოდ 30%-ია აღებული.

ბენიაიძე ვარაუდობს, რომ ხორბლის წლევანდელი მოსავლის რაოდენობა და ხარისხი შარშანდელთან შედარებით გაუარესდება.

„სეზონი დაგვიანდა. აქამდე არ ყოფილა რომ ხორბლის ფართობები ამ რაოდენობით ყოფილიყო დარჩენილი. აღებულია მხოლოდ 30%, არადა უკვე დასრულებული უნდა იყოს. ეს გამოიწვია უხვმა ნალექებმა, რაც პროცესს აჭიანურებს. განსაკუთრებით ალაზნის პირას, სადაც უხვი ნალექების გამო დაიტბორა ნაკვეთები და კომბაინები ვერ შედიან. ასეულობით ჰექტარზეა საუბარი, რამდენიმე ასეული ჰა დაისეტყვა. დღეიდან შეიძლება დაიწყოს აღების პროცესი და ალბათ 2 კვირაში დასრულდება.

წელს ნაკლებ ფართობებზე დაითესა შარშანდელთან შედარებით. ამ ფართობებზე საჰექტარო მოსავალზე მეტს ველოდებოდით, თუმცა ეს მოლოდინი უამინდობამ კიდევ შეამცირა, ნაკლები რაოდენობა იქნება ვიდრე შარშან. ხარისხი უარესდება, თუმცა რა იქნება, ამას შესაბამისი ანალიზების და ნიმუშების ჩაბარების შემდეგ გავარკვევთ,“ - განაცხადა ბენიაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები