მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შატილის კოშკებით შთაგონებული ინოვაციური შენობა - თიბისი ახალ სათავო ოფისს ლისზე წელს გახსნის

tbc ახალი სათავო ოფისი
31.03.26 09:33
3445

თიბისი მიმდინარე წლის განმავლობაში ახალ სათავო ოფისში გადასვლას გეგმავს. პროექტი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ 63,000 კვ.მ.-ზეა გაშლილი, არა მხოლოდ სამუშაო სივრცე, არამედ რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვანი არქიტექტურული და ტექნოლოგიური ცენტრი გახდება.

როგორც თიბისის გენერალური დირექტორი, გოგა თხელიძემ BMGtv-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ახალი შენობა კომპანიის ღირებულებების ინოვაციურობის, გამბედაობისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის ფიზიკური განსახიერებაა.

პროექტზე ცნობილმა ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ UNStudio-მ იმუშავა, რომლის ანგარიშზეც ისეთი გლობალური პროექტებია, როგორიცაა Booking.com-ის სათავო ოფისი ამსტერდამში და მერსედეს-ბენცის მუზეუმი შტუტგარტში.

შენობის მთავარი არქიტექტორის, ბენ ვან ბერკელის ჩანაფიქრით, პროექტის ვიზუალური მხარე პირდაპირ კავშირშია ქართულ კულტურასთან.

„პროექტის ვიზუალური მხარე შთაგონებულია შატილის კოშკებით. მთელი კონცეფცია გაჯერებულია ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების ნაზავით. აქ ზედმიწევნითაა გათვალისწინებული ქართული ხასიათი, კულტურა და ლანდშაფტი.“

როგორც თხელიძე გიორგი ისაკაძის "ბიზნესის კვირეულში" აღნიშნავს, თიბისის ახალი სათავო ოფისი არ იქნება დახურული კორპორაციული შენობა. ბანკის სტრატეგიის ნაწილია საჯარო სივრცეების შექმნა, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება ვიზიტი.

შენობაში განთავსდება: სასწავლო ცენტრი, საგამოფენო სივრცე, სარესტორნო სივრცე, ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბდება.

გოგა თხელიძის თქმით, შენობის დიზაინი თავად თანამშრომლების ჩართულობით, მათი გამოკითხვის საფუძველზე შეიქმნა, რათა სამუშაო გარემო მაქსიმალურად პროდუქტიული ყოფილიყო 8,500-წევრიანი გუნდისთვის.

„მჯერა, რომ ეს შენობა გადაიქცევა რეგიონის ფინანსურ და ტექნოლოგიურ Landmark-ად. ეს არის თანამშრომლებსა და მომხმარებელზე მორგებული მასშტაბური სამუშაო სივრცე, სადაც თანამშრომელს აქვს ყველა პირობა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, მომხმარებელს კი ვუქმნით გარემოს ფინანსური წარმატების მისაღწევად.“

შენობა სრულად პასუხობს მდგრადი განვითარების თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე „ჭკვიან“ ნაგებობად აქცევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები