მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შატილში ჰესის მშენებლობაზე პირველი ტენდერი არ შედგა – მცდელობა N2

5cf299284c635
დავით ჯალაღონია
01.06.19 20:25
1859
შატილში ჰესის მშენებლობისთვის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა პირველი, უშედეგო ტენდერის შემდეგ, მეორე ტენდერი გამოაცხადა. საუბარია 200 kW სიმძლავრის "ბიტეხი 1" ჰიდროელექტროსადგურზე. 

როგორც ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა BM.GE–ს განუცხადა, პირველი ტენდერი უშედეგოდ იმიტომ დასრულდა, რომ ჰესის მშენებლობით დაინტერესებულმა კომპანიებმა სამუშაოებისთვის მეტი დრო მოითხოვეს, ვიდრე ეს ტექნიკურ დავალებაში იყო გათვალისწინებული.

"ინვესტორებს დროსთან დაკავშირებით ჰქონდათ შენიშვნა, ითხოვეს დროის გადადება. ჩვენ გვინდოდა, რომ წლის ბოლომდე დამთავრებულიყო ამ ჰესის დაინსტალირება და ექსპლოატაციაში გაშვება, თუმცა ინვესტორებმა რისკები დაინახეს. ახლა ტენდერს თავიდან ვაცხადებთ და რამდენიმე თვეს დავუმატებთ, მაგრამ წელს აუცილებლად დაიწყება ამ ჰესის მშენებლობა.

ამ ობიექტის ინვესტორი სახელმწიფოა და ჰესს ჩუქნის შატილის მოსახლეობას", – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

ტენდერის მიხედვით, ჰესის დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები 3 089 000 ლარი ჯდება. მომსახურების მიწოდებისთვის გამარჯვებულ კომპანიას ვადა 2020 წლის სექტემბრამდე ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები