მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ ზღვაში 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები ჩაიღვარა - გავლენა ეკოლოგიაზე

შავი ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. მიზეზი რუსული სანავთობო ტანკერი გახდა, რომელსაც 4,300 ტონა მაზუთი გადაჰქონდა, თუმცა ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, ქერჩის სრუტესთან შტორმში მოჰყვა და ჩაიძირა. ტანკერის ჩაძირვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა უსაფრთხოების სტანდარტების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ზუსტი ინფორმაციის სიმწირის გამო, ექსპერტებს დაბინძურების მასშტაბებზე საუბარი უჭირთ. ამ დროისთვის, ოფიციალურ ინფორმაციას მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო-„ტასი“ ავრცელებს, რომელშიც ზუსტ ციფრებს ვერ ვხედავთ. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ დაღვრის შედეგების აღმოსაფხვრელ სამუშაოებში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

რა მასშტაბის ეკოლოგიური რისკის წინაშეა შავი ზღვა?

სტუმარი: ნინო ჩხობაძე - „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები