მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა - ეკიპაჟის წევრებს შორის შორის ქართველი მეზღვაური იყო

58f70e2d6ccd4
BM.GE
19.04.17 11:12
2016
პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი შავ ზღვაში ჩაიძირა. ხომალდი სახელწოდებით Герои Арсенала ყირიმის ხიდიდან 14 კილომეტრის დაშორებით შტორმის დროს 03:40 საათზე ჩაიძირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ძლიერი შტორმის გამო გემის კონსტურქცია, რომელზეც 3,5 ტონა ტვირთი იყო, შუაზე გაიყო და ჩაიძირა",- წერს ინტერფაქსი.

გემზე სულ ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ქართველი, 2 რუსი და 9-უკრაინელი.

ამ დროისთვის გადარჩენილია ეკიპაჟის 3 წევრი, თუმცა, მათი ვინაობა უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები